გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი
გვარი- ჟვანია თამარი
პირადი ნომერი: 39001005056
საგანი:
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
სწავლების საფეხური/კლასი:
დაწყებითი საფეხური-VI
კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:22
გაკვეთილის თემა: ფორმულები და მუდმივი უჯრა
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეები შეძლებენ უჯრის დაფიქსირებას და სხვა უჯრაში ფორმულის გავრცელებას.
სტანდარტი:
ისტ. ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის
ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
ისტ.
ტექნ. VI.3. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისა და კვლევის
პროცესში.
N
|
აქტივობის
აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო
რესურსები
|
დრო
(წთ)
|
|
1
|
აქტივობა
N1
გაკვეთილის თემისა და მიზნის, შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
აქტივობის
მიზანი: გაკვეთილის თემისა და მიზნის,შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
აღწერა:
წინასწარ მომზადებული პრეზენტაციის გამოყენებით
მოსწავლეებს პროექტორის
საშუალებით ვაცნობ გაკვეთილის თემას და მიზანს, ასევე ვაცნობ შეფასების კრიტერიუმებს.
რომელსაც გამოვიყენებ გაკვეთილზე.
|
ახსნა- განმარტებითი
|
მთელი კლასი
|
სლაიდი
|
3წთ
|
|
2.
|
აქტივობა N2
განვლილი მასალის გამეორება
აღწერა
:
კითხვების დასმით ვახდენ განვლილი მასალის გამეორებას და ვავსებ
ფიგურა „მზეს“.
1.
რომელ პროგრამებს ვიყენებთ ცხრილების შესაქმნელად?
2.
რა განსხვავებაა
ამ პროგრამებს შორის?
3.
როგორ ხდება მონაცემთა შეტანა Excel -ის უჯრაში.
4.
როგორ ხდება Excel-ის უჯრაში გადაადგილება?
5.
რამდენი სვეტია Excel- ში?
6.
რამდენი სტრიქონია Excel - ში?
7.
რა ფორმით
იწერება ფორმულა Excel
- ში?
8.
როგორ ხდება ფორმულის გავრცელება სხვა დანარჩენ უჯრებში.
|
კითხვა- პასუხი
|
მთელი კლასი
|
დაფა, მარკერი
|
10წთ.
|
|
3.
|
აქტივობა N 3:
ახალი მასალის ახსნა თემა „ფორმულები და
მუდმივი უჯრა“
აქტივობის
მიზანი: მოსწავლეებისათვის ფორმულის შექმნა და მუდმივი უჯრის
ცნების განსაზღვრა.
აღწერა:
მოსწავლეებს დაფაზე წინასწარ დაწერილ დავალების ამოხსნაში ვთხოვ დახმარებას, ერთერთი
მოსწავლე გამოდის დაფასთან და ხსნის ამოცანას.
ყოველივე ამის შემდეგ მოსწავლეებს ვთავაზობ იგივე
ამოცანის ამოხსნას ელექტრონული ცხრილის გამოყენებით. წინასწარ მაქვს იგივე დავალება
გადატანილი Excel
-ში, ვქმნი ფორმულას ისე რომ მასში შემავალი
უჯრის მისამართი, სადაც წერია 2,54 უცვლელი
დარჩეს.
|
მინი ლექცია
|
საერთო საკლასო
|
ლეპტოპი და
პროექტორი.
|
10-წთ
|
|
4
|
აქტივობა N4
პრაქტიკული დავალების შესრულება
მიზანი: პრაქტიკული
უნარ-ჩვევების განვითარება
აღწერა: მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში.
ფორმულების გამოყენებით ასრულებენ პრაქტიკულ სავარჯიშოებს და ამოხსნიან
ამოცანებს, რომელსაც დავურიგებ თაბახის
ფურცლებზე ამობეჭდილს.
ბოლოს ვუჩვენებ
დავალების შესრულების სწორ ვარიანტს.
|
პრაქტიკული სამუშაო
|
წყვილებში მუშაობა.
|
კომპიუტერი,
თაბახის ფურცელი
|
10 წთ.
|
|
5
|
აქტივობა N5
შეფასება
მიზანი: გაკვეთილის შეფასება
აღწერა:
მოსწავლეთა შეფასებისას ვიყენებ „გაკვეთილის შეფასების რუბრიკას“ და „მოსწავლეთა
თვითშეფასების სქემას“ (დანართი 1).
მოსწავლეებს ვურიგებ თვითშეფასების სქემას, რომელსაც
ისინი ავსებენ გაკვეთილის ბოლოს და მაბარებენ.
რამდენიმე მოსწავლეს საშუალებას ვაძლევ ხმამაღლა წაიკითხოს შევსებული ფორმა.
|
თანამშრომლობითი სწავლება
|
მთელი კლასი
|
ლეპტოპი, პროექტორი, პრეზენტაცია.
|
10წთ.
|
|
6
|
აქტივობა N6
საშინაო დავალების მიცემა
მიზანი:
მასალის დამოუკიდებლად შესრულება
აღწერა:
მოსწავლეებს ვაძლევ საშინაო დავალებას: გააკეთონ
ამოცანები მართკუთხედის ფართობის გამოთვლაზე და გამოიყენონ მუდმივი უჯრა
|
ახსნა- განმარტებითი
|
მთელი კლასი
|
2წთ.
|
გაკვეთილის შეფასების რუბრიკა
|
||||
#
|
კრიტერიუმები
|
ქულების
გადანაწილება
|
||
დაძლია
სრულად
|
დაძლია
ნაწილობრივ
|
ვერ
დაძლია
|
||
1
|
პროგრამა
Excel-ში ცხრილის შექმნა
|
2
|
1
|
0
|
2
|
ცხრილში ტექსტური
მონაცემების შეტანა
|
2
|
1
|
0
|
3
|
ცხრილში რიცხვითი
მონაცემების შეტანა
|
2
|
1
|
0
|
4
|
ცხრილში ფორმულის
შექმნა
|
2
|
1
|
0
|
5
|
უჯრის დაფიქსირება
სხვა უჯრაში ფორმულის გავრცელებისას.
|
2
|
1
|
0
|
(დანართი 1)
მოსწავლეთა
თვითშეფასების სქემა
|
|
რა იყო გაკვეთილზე შენთვის ყველაზე საინტერესო?
|
|
რა ისწავლე ამ გაკვეთილზე?
|
|
რა გააკეთე ამ გაკვეთილზე?
|
|
ვისთან ერთად იმუშავე?
|
|
რა გააკეთე კარგად რა იყო წარმატების მიზეზი?
|
|
რა ვერ გააკეთე კარგად რა იყო მიზეზი?
|
|
რა გინდა შემდეგში უკეთ გააკეთო?
|
|